19 ნოემბერი

 ნოემბერი ბავშვთა და ახალგაზრდობის ძალადობისაგან დაცვის თვეა, რომელსაც მსოფლიო საზოგადოებრიობა წლებია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ნოემბერში ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის ევროპული, ასევე მათ მიმართ ძალადობის პრევენციისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეები აღინიშნება, რაც ურთიერთგაგებისა და მათი კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

 ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვები ძალადობისგან, იზრუნოს ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევების მოგვარებაზე, მათ განათლებაზე, განვითარებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაზე.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთი ღონისძიება გაიმართა, რომლებმაც ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფი მოიცვა.