22 თებერვალი

 საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა გრძელდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოს კანონპროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჯერად აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

  საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი მაჭახელის ისტორიული ხეობის ეკოლოგიურ დაცვასთან ერთად, მისი ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაა.