27 მაისი

    სსიპ აჭარის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელის ინფორმაცია მოისმინეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა. ცენტრის დირექტორმა -  რუსუდან შავიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს 2021 წელს გაწეული  საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების  შესახებ ვრცელი ანგარიში წარმოუდგინა.

    მომხსენებლის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2021 წლის ბიუჯეტი 2 683 650 ლარი იყო, წელს კი 3 მილიონ ლარს აჭარბებს. რუსუდან შავიშვილმა ცენტრის პროგრამითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს.

   კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.