01 ოქტომბერი

ლიტერატურული კონკურსი „პეგასი - 2022“-ის, დასკვნით ღონისძიებაზე, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა, კონკურსის გამარჯვებულ ოთო ბერიძეს მთავარი პრიზი გადასცეს, მონაწილეებს კი, მადლობა გადაუხადეს ჩართულობისა და აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვეს.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და მასში 60-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც, კონკურსის მიმდინარეობისას, აჭარის მუნიციპალიტეტების ისტორიულ ადგილებში მოგზაურობდნენ  და ადგილზე ქმნიდნენ ნაწარმოებებს პროზასა და პოეზიაში.

კონკურსის უმთავრესი მიზანია დამწყები, ნიჭიერი, შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი მხარდამჭერა. 

ღონისძიებას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.