23 მაისი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 23 მაისის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს და ორივე მათგანი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც მანამდე საკანონმდებლო ორგანოს 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, კომისიის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება. კენჭისყრისას ამ წინადადებას მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ არ დაუჭირა მხარი.

        კანონმდებლებმა მუხლობრივად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების თაობაზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღება რიგ კანონებში განხორციელებული ცვლილებებითა და არსებული რეალობითაა განპირობებული.

       მინისტრმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და განმარტა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები.

    კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.