25 მაისი

       24  მაისს  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ  და  საპროცედურო საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარე  ნინო  ჩხეტია  შუახევის  მუნიციპალიტეტში  მოსახლეობას   საკონსტიტუციო  ცვლილებებზე  ესაუბრა.

      შეხვედრა  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  მიმდინარეობდა  და  საკითხთა  ფართო  სპექტრს  მოიცავდა.

      საკონსტიტუციო ცვლილებებთან  ერთად  საუბარი  თვითმმართველობაში არსებულ  ვითარებას  და ადგილობრივი  თვითმმართველი  ორგანოსთვის  უფლებამოსილების  გაზრდის  აუცილებლობას  შეეხო.

      შეხვედრის  ორგანიზატორი  არასამთავრობო  ორგანიზაცია  "თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლი"  იყო.