10 ივლისი

     

     10 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს სახელმწიფო  დრამატული  თეატრის  შენობაში, უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხა“-ს 35 წლის  იუბილესთან დაკავშრებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

     ღონისძიებას  ასევე ესწრებოდნენ: ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში  ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  ინგა შამილიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ანსამბლს იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა  იმ ფასადუდებელი შრომისთვის, რაც  „ბერმუხამ“ გასწია.

     ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“  1982 წელს ჩამოყალიბდა და 80 წვრისგან შედგებოდა. სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. „ბერმუხა“-ს რეპერტუარში აჭარული ტრადიციული ცეკვებია, რომელსაც ანსამბლში დარჩენილი 10 უხუცესი ასრულებს.

     აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ანსამბლის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილება გააცნო, რის მიხედვითაც პირველი აგვისტოდან „ბერმუხას“ მოცეკვავეებს ხელფასი გაეზრდებათ. საიუბილეო თარიღი სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.