13 ივლისი

     

     13 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

     შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და  ჩვენი რეგიონის სამედიცინო სფეროს  წარმომადგენლები.

     შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები პირადად მათგან მოისმინა.