„Best Western Plus Batumi”-ის საზეიმო გახსნა

22 ივლისი

         

        22 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ცოტნე ანანიძე და ვახტანგ წულაძე, ბათუმში,  „Best Western Plus Batumi”  - ის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.

        ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში-ფატი ხალვაში, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

      სტუმრებმა სასტუმროს ნომრები და მანსარდა  დაათვალიერეს.  „Best Western Plus Batumi-ში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და  40 -მდე ადგილობრივი დასაქმდა. იგი 70 წლიანი გამოცდილების მქონე სასტუმროების ქსელია, რომელიც 100-მდე ქვეყანაში კერძო ოპერირებულ სასტუმროს მოიცავს.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი