26 ივლისი

   

          საქართველოს პარლამენტის 26 ივლისის რიგგარეშე სესიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა - ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით  განიხილება. სხდომაზე კანონის პროექტი მისმა ავტორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  საკითხთა კომისიის  თავმჯდომარემ ვლადიმერ  მგალობლიშვილმა წარადგინა. 
         ინიციტივა, რომელიც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისათვის დელეგირებას ითვალისწინებს, სამივე მოსმენით ერთხმადაა მიღებული როგორც საკომიტეტო, ისე პლენარულ სხდომებზე.     

      ვლადიმერ მგალობლიშვილის ინიციატივა,  პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე 91 ხმით 4–ის წინააღმდეგ,   დაამტკიცეს.