31 ივლისი

    31  ივლისს  გაიმართა  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  საკონსტიტუციო,იურიდიულ  და  საპროცედურო საკითხთა  კომისიის  სხდომა,რომელსაც  კომისიის  თავმჯდომარე  ნინო  ჩხეტია  უძღვებოდა.

   განიხილეს  დღის  წერიგით  გათვალისწინებული  ორი  საკითხი: აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  დადგენილების  პროექტი -"პოლიციის  შესახებ" საქართველოს  კანონში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის  თაობაზე  საკანონმდებლო  ინიციატივის  პარლამენტში  წარდგენის  შესახებ  და  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტი -"აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების შეტანის შესახებ".

   როგორც  აღინიშნა, "პოლიციის  შესახებ" საქართველოს  კანონში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის  თაობაზე  საკანონმდებლო  ინიციატივა  გასაცნობად  გადაეგზავნა  შესაბამის  უწყებას,მიღებულია  დასაბუთებული  პასუხი  ამგვარი ცვლილების  მიღების  მიზანშეუწონლობის  შესახებ, რაც  უმაღლესი  საბჭოს  საკონსტიტუციო,იურიდიულ  და  საპროცედურო  კომისიის  წევრთა  უმრავლესობამაც  გაიზიარა. კენჭისყრის  თანახმად  ინიციტივას   მხოლოდ  ერთმა - ინიციატივის  ავტორმა "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის  წევრმა  გიორგი  აბულაძემ  მისცა  ხმა, წინააღმდეგი  სამი  დეპუტატი  იყო.

   კომისიის  სამმა  წევრმა, შემოტანილი  სამი შენიშვნის  გათვალისწინებით, მხარი  დაუჭირა აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტს - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის  შესახებ".

   ფრაქცია "ერთიანი   ნაციონალური  მოძრაობის"  წევრმა  გიორგი  აბულაძემ  აღნიშნული ცვლილების მიღებისგან ამჯერადაც თავი  შეიკავა.