05 ოქტომბერი

                    

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 5 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

       კომისიამ,  გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთხმად დაუჭირა მხარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.