31 ოქტომბერი

                  

        დღეს, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (BAU) სტუდენტებს შეხვდნენ.

        ჰოსპიტალისა და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ხელმძღვანელის ისმეთ დინდარის (მიქელაძე) განცხადებით, აქ დღეისათვის 34 უცხოელი ახალგაზრდა ეუფლება ექიმის ურთულეს პროფესიას. სტუდენტთა შორის 2 ქართველია და ისინი შეღავათებით სარგებლობენ. მომავალი წლიდან კი, ისმეთ დინდარის დამსახურებით, 8 ქართველ ახალგაზრდას სასწავლებელში სრულიად უფასოდ შეეძლება სწავლა.

       დავით გაბაიძემ ისმეთ დინდარს (მიქელაძე) მადლობა გადაუხადა ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, სტუდენტებს კი წარმატებული სწავლა და სამომავლოდ  ასევე წარმატებული საქმიანობა უსურვა.