საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მინისტრებმა პროექტები წარმოადგინეს

14 ნოემბერი

    აჭარის  უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 14 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული  3 საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - რამაზ ბოლქვაძემ და ზაალ მიქელაძემ წარმოადგინეს.

        რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი  44 მილიონ 800 ათასი ლარითაა გაზრდილი და 351 მილიონი ლარით განისაზღვრება. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მასში გაწერილია რიგი ახალი პროგრამები, რომლებიც სასიკეთოდ აისახება რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

       აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. უწყებას აქვს სიახლეებიც. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის  2018 წელს 15 მილიონ 765 ათას ლარს დახარჯავს.

      კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, რეგიონის მთავრობას გადაეგზავნება.

          მინისტრები ამავე სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგნენ. ორივე მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიშები კომისიამ ცნობად მიიღო.

      სხდომას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი