საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლესი საბჭოს ვიზიტი ქვემო სილეზიაში.

06 დეკემბერი

 ქვემო სილეზიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაცია, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ხელმძღვანელობს, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეს პაველ ვრუბლევკის და პარლამენტის წევრებს შეხვდა.


 შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. „რეგიონებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, თქვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც სისტემის დასახვეწად, ასევე, პროფესიონალი კადრების გასაზრდელად. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციურ ცვლილებებზე. დარგობრივი სტრატეგიული გეგმები აუცილებელია რეგიონის განვითარებისათვის და მზად ვართ, კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით“- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.


 რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედის  გიორგი რომანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,ნინო ჩხეტია საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისის თავმჯდომარე, ნუგზარ სურმანიძე -ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე, დავით თედორაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. 


 მიმდინარე წლის მაისში რეგიონების საკანონონმდებლო უწყებებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში 2015 წლიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი