01 თებერვალი

                 

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, სასტუმრო „რედისონში“,  ქალაქ ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

        ბათუმის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და შესაბამის რეგულაციებთან დაკავშირებული პროექტები, როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა,  ქალაქის ისტორიული იერსახის, მისი არქიტექტურის შენარჩუნებასა და ამავდროულად, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ისახავს მიზნად. ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებული რეგულაციების პროექტი აჭარის მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად შემუშავდა და მისი განხილვა თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო შეხვედრასა და საჯარო განხილვებზე იგეგმება. ბათუმის მერმა აქვე წარმოადგინა ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები,  ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები.

       პროექტების წარდგენის შემდეგ ლაშა კომახიძემ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს წრეების, არქიტექტორების, მედიისა და დარგის სპეციალისტების შეკითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები და რეკომენდაციები.