02 თებერვალი

 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა.

   მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს რეგიონალური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობის, სატრანსპორტო გადაზიდვების, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით.

   სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა დავით გაბაიძე 11 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განმტკიცდება.

   გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ჰოსეი მაშჰადი, ელჩის მრჩეველი მოჰამედ ყობადი და გენერალური საკონსულოს თანამშრომელი ჰასანალი რაჰიმი. 

   დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საპატიო სტუმარმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის.