03 მარტი

    

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია „ბათუმის დემოკრატიის სკოლაში“ გენდერის საკითხებზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.
    აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა გენდერული კვოტების საჭიროებასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს. მიმდინარე წლის მარტში, პარლამენტი პლენარულ სესიაზე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანასა და გენდერული კვოტირების შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი საქართველოს 37 ათასზე მეტი ამომრჩეველი.