05 მარტი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს 6 მარტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს რიგით მეხუთე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

    საკითხი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს განვლილ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კანონის პროექტი მზადაა პირველი მოსმენით განხილვისათვის.

    ამავე სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 6 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი. პლენარული სხდომით საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია გაიხსნება.