21 მარტი

                

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ამავე კომისიის წევრი ილია ვერძაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე), უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს - „თანას“ ესტუმრნენ.

      საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად ტკბილეულობა მიუტანეს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.