css3 dropdown menu by Css3Menu.com

განცხადებები


ფრაქციის შექმნის წესი და ამოცანები

ფრაქცია არის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე უმაღლესი საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო უმაღლესმა საბჭომ.
უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
დაუშვებელია ფრაქციის შექმნა პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონალური ან რელიგიური ნიშნით.
ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. უმაღლესი საბჭოს წევრს, გარდა მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
ფრაქციის ამოცანებია:
გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს ფრაქციის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას.
გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი უმაღლესი საბჭოს უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას - კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.
ფრაქციები:
  • ფრაქცია - ,,ქართული ოცნება“
  • ფრაქცია - ,,ქართული ოცნება - აჭარა“
  • ფრაქცია - „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“
  • ფრაქცია - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“



  • « უკან დაბრუნება

    დღის წესრიგი

    28 მარტი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 28 მარტის №9 სხდომა

    22 მარტი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

    16 მარტი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

    15 მარტი 2017 წელი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2017 წლის 16 მარტის N8 სხდომა




    Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია