css3 dropdown menu by Css3Menu.com

21 აპრილი 2017 წელი

გენდერული თანასწორობა - შეხვედრა უმაღლეს საბჭოში

21 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება აჭარის რეგიონში“.

შეხვედრა გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში გენდერული თანასწორობის აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე პოლიტიკის სწორი მართვა და ხელშეწყობა აუცილებელია.

- გენდერული თანასწორობა, რომელზეც ბოლო დროს განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, ჩვენი ყურადღების არეალში სამომავლოდაც იქნება, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პილიტიკის აქტუალური მიმართულებები, მიღწეული წარმატებები და ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემები - ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

აჭარაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით

განხორციელებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია