2021 წლის სამოქმედო გეგმა მცირედი ცვლილებით მიიღეს
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა ამავე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო. მომავალი წლის სამოქმედო დოკუმენტის პროექტს, რომელიც მცირედი ცვლილებით, კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.