22 აგვისტო

                          

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ამ წუთებში ბათუმის N3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.

    ცოტნე ანანიძე ასევე მოინახულებს ერთ-ერთ პატიმარს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა. დეპუტატის განცხადებით, წინასწარვე ცნობილია, რომ თვითდაზიანება არ უკავშირდება ცუდ მოპყრობას.

        უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით ამჯერად მეცხრედ იმყოფება.