10 დეკემბერი

"10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს. თარიღის დაწესება გაეროს მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. დოკუმენტის რატიფიცირებით დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულმა სახელმწიფოებმა გამოხატეს თავიანთი სწრაფვა და მზადყოფნა ეზრუნათ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამის გარანტი კი ნებისმიერ შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში კონსტიტუციაა, უმთავრესი კანონი, რიმელიც, თავის მხრივ, ამოსავალია ყველა სხვა კანონისათვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და იმედი მაქვს, რომ ადამიანი და მისი უფლებების დაცვა კვლავ უმთავრესი ორიენტირი იქნება ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის." აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.