22 დეკემბერი

  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ამავე კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

  საბიუჯეტო ცვლილებების გამომწვევი მიზეზებისა და რიგი პარამეტრების განხილვის შემდეგ, მომხსენებელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტსა და პროგრამებზე ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 15 257,5 ათასი ლარია. დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების პარალელურად, სამინისტრო აგრძელებს ციტრუსის მოსავლის რეალიზების ხელშეწყობის, ასევე არასანდარტული მანდარინის პროგრამის სუბსიდირებას, რომელიც 2020 წლის 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. მომხსენებლისავე განმარტებით, აღნიშნული პროგრამების განხორციელება გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტშიც.