22 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ინიციტივით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა.

 ინტერაქტიურ შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სტუდენტები ჩაერთვნენ. ახალგაზრდების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოსა და მსოფლიოში უდავო პატიმრობას, ამ მუხლით გასამართლებული ადამიანების უფლებებსა და მძიმე დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს ეხებოდა.

 ცოტნე ანანიძემ, ძირითადი საკითხების პარალელურად, სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.