07 მაისი

 ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, მოქალაქეებს, გასვლითი შეხვედრების პარალელურად, უმაღლეს საბჭოში ხვდება.

  საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის უმთავრესი თემა მოქალაქეთა ყოფითი და ყოველდღიური გამოწვევები იყო. სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს წევრთან საუბრისას, სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა მუნიციპალური პროგრამების დეტალებით დაინტერესდნენ.

 უმაღლესი საბჭოს წევრმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდა.

  ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოსა და გასვლით შეხვედრებზე უშუალოდ მოქალაქეებისგან დროულად მოწოდებული ინფორმაცია, მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების დროული მოგვარების გარანტიაა.