09 მაისი

 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ბათუმელებმა ახალ, თანამედროვე სტანდარტების სტადიონზე უქომაგეს ბათუმის "დინამოს".

 ისტორიული მატჩი ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. ჯაბა ჯიღაურის მიერ გატანილმა გოლმა ბათუმურ გუნდს, გამარჯვებასთან ერთად, ეროვნული ლიგის ლიდერის პოზიცია მოუტანა.

 მატჩი ისტორიული აღმოჩნდა თბილისის "დინამოსთვისაც", რომელმაც ბათუმის ახალ სტადიონზე მე-1000 მატჩი ითამაშა.

 პანდემიიდან გამომდინარე, თამაშს გულშემატკივართა მხოლოდ ერთი მესამედი ესწრებოდა. მატჩზე ბათუმის "დინამოს" აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გულშემატკივრობდნენ.