09 მაისი

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ქობულეთსა და ხულოში.

 ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავზე, 1941-1945 წლებში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქობულეთისა და მახინაჯაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

 ცოტნე ანანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ერთი მონაწილე ცხოვრობს, ომში 6 000 ქობულეთელი იბრძოდა, რომელთა შორის 240 ქალი იყო. მათგან 1 600 ომმა იმსხვერპლა. ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ხულოს პარკში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი მანველიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.