11 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

„ვაქცინაცია არის საშუალება დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე ავიცერი და სხვებსაც მოვუწოდებ აიცრან“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს აცრა  ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში" ჩაუტარდა.