31 მაისი

 დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ჩვენმა ქვეყანამ არაერთი უმძიმესი ეტაპი გაიარა. ამ გზაზე მეტად საპასუხისმგებლო და ურთულესი მისია ჰქონდა ქართულ პოლიციას, რომელმაც ღირსეულად, ქართველ ხალხთან ერთად, დაძლია სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ყველა პოლიციელს ულოცავს ამ დღეს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.