04 ივნისი

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხზე იმსჯელეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, საკითხის განხილვა უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციითაა განპირობებული, რომელსაც თითოეულ კომიტეტში თითო წარმომადგენელი ეყოლება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად ბიუროს წარედგინება.