04 ივნისი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  -  დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა  დარგობრივი კომიტეტებისა და ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობის ახლო და გრძელვადიანი გეგმების მიმართულებით ურთიერთობის გააქტიურებაზე.

მიმდინარე და სამომავლოდ საქართველოს პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  - ჯემალ  გამახარიამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ევროპული ქვეყნების რეგიონებთან საუკეთესო ურთიერთობებით გამოიხატება.

შეხვედრას, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - ნათია  კოპალიანი ესწრებოდნენ.