04 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რეგიონულ დონეზე გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის გამართულ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობდა.
პროექტი, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) ახორციელებს, ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას და მიზნობრივი 10 მუნიციპალიტეტის მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.