14 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-12 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.