15 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა - ეთერ ყამარაულმა და სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ - გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლისა და საქმიანობის ანგარიშის მიმოხილვის შემდეგ, შეხვედრის ორგანიზატორებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი -ირაკლი კბილაშვილი  წარადგინეს.