16 ივნისი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსა და კანონის პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა.

მინისტრმა უპასუხა ფრაქციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ბიუჯეტის გარდამავალ ნაშთს, რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებულ დეტალებს, ტენდერებს, საინვესტიციო პოლიტიკას, პრივატიზაციის პროცესსა და შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს, მოსახლეობის დამოკიდებულებას საინვესტიციოდ მიმზიდველ ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებზე, მიწის საკუთრების აღიარებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის განკუთვნილ ტრანსფერებს  და სხვა საკითხებს ეხებოდა.