25 ივნისი

 ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას, გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების - ცოტნე ანანიძისა და ლადო მგალობლიშვილის შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული სამმართველოს უფროსთან - მადონა ბასილაძესთან და ამავე სამმართველოს მთავარ სპეციალისტთან (აჭარის რეგიონში) - გიორგი ჩარკვიანთან.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, ასევე სპეციალურ ანგარიშზე - "ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში", რომელიც მოიცავს მათ შორის აჭარას: მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქალთათვის ტრანსპორტის საჭიროების შესახებ კვლევაზე, სახალხო დამცველის მანდატით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებაზე და შეტანილ სარჩელებზე, ვაქცინაციის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვის ვაქცინაციის კომისიაში სახალხო დამცველის საქმიანობაზე.