26 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ბათუმის მე-11 ნავმისადგომთან გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ხელისუფლების, საზღვაო დარგის სპეციალისტები, მეზღვაურები და მათი ოჯახების წევრები ესწრებოდნენ.

პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვაოს სფეროში გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და მამაცობისათვის დააჯილდოეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციულად გვირგვინი ჩაუშვეს ზღვაში. მეზღვაურთა საერთაშორისო დღეზე პირველკურსელთა ტრადიციული ფიცი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მიიღო. დღესვე, მეათედ აღინიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საიუბილეო თარიღი და გაიმართა მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.