16 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით წარადგინა - "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების მიღების შემდეგ - აფხაზეთის ან აჭარის მთავრობების ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გრანტის გაცემის უფლება მიენიჭება.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აჭარაში დასაქმებისა და ახალგაზრდული სფეროს ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას", - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
 კანონპროექტის ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი არიან.