23 თებერვალი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - გიორგი სურმანიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან - ანზორ ბოლქვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

 2022 წელს დაგეგმილი პროგრამები და მათი სპეციფიკა შეკრებილებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააცნო და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს 2022 წლის 1 154 476 ლარით გაზრდილი ბიუჯეტი არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.

 გასულ წელთან შედარებით იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 270 პროექტზე მეტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

 ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც, რაც არანაკლებ 24 პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს და ეს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც თავად მეწარმეებს, ისე მუნიციპალიტეტსა და ჩვენს რეგიონს.

განცხადებები