23 თებერვალი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

კანონპროექტის ავტორის - დავით გაბაიძის განცხადებით, ცვლილება შედის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლში, რომელსაც ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტი: პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი, ამ ნივთის დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების არანაკლები ღირებულების ნივთის სანაცვლოდ. ცვლილების მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებრივი ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

განცხადებები

დღის წესრიგი