14 მარტი

 აგროსფეროში დასაქმებული ქალბატონების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - ირმა აფხაზავამ.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრები ფერმერი და მეწარმე ქალბატონების სახელმწიფო პროგრამებში  ჩართულობის ხელშეწყობაზე, მათ დახმარებასა და გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით სამომავლო აქტივობების დაგეგმვის საკითხებზე.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებულად იმუშავებენ.

 „სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს, რომლებიც აგროსფეროში არიან ჩართულები და თავიანთი წვლილი შეაქვთ სოფლის, რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება-აღმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შევიმუშავოთ შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც აგროსფეროში დასაქმებულ ქალბატონებს დაეხმარება თავიანთი საქმიანობის გაძლიერება-განვითარებაში,“ - აღნიშნა ფატი ხალვაშმა.