17 მარტი

 ბათუმში, ახალ ბულვარში, მარია და ლეხ კაჩინსკების პროსპექტზე, პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა - მათეუშ მორავიეცკიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა, ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძეგლი ერთობლივად გახსნეს.

 ძეგლის დადგმის  იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, პოლონელ და ქართველ კოლეგებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეა.

 ძეგლის ავტორები არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა  კავშირის წევრი - ოლეგ პატარიძე და მოქანდაკე, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი - თეიმურაზ მახარაძე არიან.