18 მარტი

 აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტს, რომელიც 5 პუნქტისა და სხვადასხვა ქვეპუნქტებისაგან შედგება, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმი, ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოსა და ასოციაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.