23 მარტი

 უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ცვლილება კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათს ეხება, რომელშიც აუცილებელია აღინიშნოს კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

ცვლილების თანახმად, რადგანაც საქართველოში არსებობს კიდევ ერთი დონის ბიუჯეტი - ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური, მიზანშეწონილია, თითოეული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე აღნიშნული იყოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

 კანონის პროექტის ავტორები - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი არიან.