14 აპრილი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში, ჯანმრთელობის  დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და აიპ „ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა“, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით,  ერთობლივი კონფერენცია გამართეს.

 კონფერენცია, პროექტის -  „მე მაქვს უფლება... ნახე, დაინახე, შეაფასე... პარტნიორობა ჩართულობით პოლიტიკის შესაქმნელად“ განხილვას დაეთმო, რომლის მიზანი  აჭარის მუნიციპალიტეტებში მოწყვლადი ჯგუფებისათვის პრევენციული ტიპის სოციალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობაა.

 აიპ „ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელის - მაია ქათამაძის განცხადებით, პროექტი ადვოკატირების კამპანიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი წარდგინება მაისშია დაგეგმილი.  ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში აღნიშნული პროგრამების ხელშეწყობასა და საჭიროებებზე. გაიმართა დისკუსია.

 კონფერენციაზე, რომელსაც  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის ორგანიზაციის, არასამთავრობო სექტორის, გენდერის მედიაცენტრის, სოციალური სამსახურებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას მოწვეული ექსპერტი გააგრძელებს.

 პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია ASB Georgia-ს, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთის (CHCA), კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KDRF) მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

 

განცხადებები