21 აპრილი

 ლადო მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათს ეხება, რომელშიც აუცილებელია აღინიშნოს კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

  როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

 

განცხადებები