23 ივნისი

 აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

 საბიუჯეტო კანონის პროექტი ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 მისი განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 28 მილიონი  ლარით იზრდება და ჯამში 482 მილიონს აჭარბებს. იზრდება მხარჯავი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ამასთან, დღეს არსებული მონაცემებით, ყველა წინაპირობაა პოზიტიური შედეგების მისაღებად.

 კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დეტალურად წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.

 ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი ორივე კომიტეტმა  უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

  კომიტეტების წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.